მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენტონი ლოსანო “ბარსელონა ბ”-ში?

ენტონი ლოსანო “ბარსელონა ბ”-ში?

თუ გავლენიან ესპანურ Sport-ს ვენდობით, “ტენერიფეს” თავდამსხმელი, ენტონი ლოსანო “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში თამაშითაა დაინტერესებული. ჰონდურასელი თავდამსხმელი კლუბს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს და მას უკვე აქვს შემოთავაზებები. თუ ჟურნალისტ კიკე მარინს დავუჯერებთ, ერთ-ერთი მსურველი კატალონიური გრანდიცაა.

ჟურნალისტის სოციალურ ქსელში ვკითხულობთ, რომ ფეხბურთელი “ბარსა ბ”-სთან ახლოსაა. ლოსანოს შეთავაზებები ლა ლიგის გუნდებიდანაც ჰქონდა, მათ შორის ახლად აღზევებული “ხეტაფე” და “ლეგანესიც” იყვნენ. “ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდოდა, თუმცა შემდეგ მივიღეთ შემოთავაზებები და ამაზე რეაგირება უნდა მოგვეხდინა.” – განაცხადა “ტენერიფეს” სპორტულმა დირექტორმა.

24 წლის შემტევმა “ტენერიფეს” მაისურით 10 გოლი გაიტანა და თავის კლუბთან ერთად ბოლო წუთამდე იბრძოლა, თუმცა მადრიდულ “ხეტაფესთან” ბოლო ეტაპზე დამარცხდა.

ახლა კი, როგორც ჩანს მისთვის” სწორედ “ხეტაფე”, “ლეგანესი” და “ბარსელონა” იბრძოლებენ. ფეხბურთელი მომდევნო წელს ჰონდურასის ეროვნული ნაკრების მაისურით ოქროს თასსაც ითამაშებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში