მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ “ერჩის” გვარდიოლა “ბარსელონას”?

რატომ “ერჩის” გვარდიოლა “ბარსელონას”?

მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, კატალონიელთა ლეგენდამ მშობლიურ კლუბს არაერთი პრობლემა შეუქმნა. ბოლო მათგანი “ბარსას” აკადემიის ნიჭიერი ცენტრალური მცველი ერიკ გარსიაა.

გვარდიოლას, როგორც “ბაიერნისა” და “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელისა და “ბარსელონას” გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა. პირველად ეს 2013 წელს მოხდა, როდესაც გვარიოლა ნეიმარის “ბაიერნში” გადაყვანას ცდილობდა, მაგრამ ბრაზილიელი “ბარსელონას” შეუერთდა.

შემდეგ იყო ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი. გვარდიოლას “ბაიერნმა” ფეხბურთელი ხელში საბაზრო ფასზე ნაკლებად, 25 მილიონ ევროდ ჩაიგდო. დღეს კი, “ბარსას” სწორედ ამ პოზიციაზე უჭირს.

მას შემდეგ, რაც პეპმა “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, ის ლიონელ მესის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

მოგვიანებით, კატალონიელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და კლაუდიო ბრავოს დამატების სურვილი გამოთქვა და მე-2 შემთხვევაში მიზანს მიაღწია კიდეც.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც გვარდიოლამ “ბარსელონას” წაართვა, ნოლიტოა. ესპანელი შემტევით ორივე გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ კონკურენტს “სიტიმ” აჯობა.

ბოლო შემთხვევა კი ერიკ გარსიაა. ესპანელი ამომვალი ვარსკვლავი “მანჩესტერ სიტიმ” “ბარსელონადან” სულ რაღაც 1.5 მილიონ ევროდ გადაიყვანა. ამ ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს მომავალში ველით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში