“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ კლუბის მთავარ სამიზნეზე, მარკო ვერატიზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამ საქმეში სპორტულ დირექტორს ენდობა.
“ამ ფეხბურთელზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერატი პსჟ-ს ფეხბურთელია და მას ამ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს.
მხოლოდ ის შემიძლია გავაკეთო, რომ “ბარსელონას” სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდესს ნდობა გამოვუცხადო. მან იცის, რა არის საჭირო მომდევნო სეზონისთვის გუნდის გასაძლიერებლად და ის ამ მიმართულებით მუშაობს.” – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს BeIN Sports.


