კატალონიის “ბარსელონამ” “რასინგთან” მატჩამდე, “სიუტატ ესპორტივაზე” საკმაოდ ცივ ამინდში ჩაატარა ვარჯიში. ვარჯიშზე გუნდის ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა ორი ტრავმირებულის, ალვეშის და ჯეფრენის გარდა. გვარდიოლამ ფეხბურთელებს მთელი ყურადღება “რასინგთან” მატჩზე გადაატანინა, რადგანაც კატალონიელები “რეალს” უკვე 4 ქულით უსწრებენ და მათ ამ ჰანდიკაპის შენარჩუნება სურთ.
დღეს საღამოს კატალონიაში ძალიან ცივი ამინდი იყო, ამიტომ ფეხბურთელები საკმაოდ თბილად იყვნენ ჩაცმულნი. პეპმა პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი ავარჯიშა. დღევანდელ ვარჯიშზე დანიელ ალვესი და ჯეფრენ სუარესი არ იყვნენ. ორივე მათგანს ტრავმა აწუხებს. ალვეშმა ტრავმა “მალაგასთან” მატჩში მიიღო, ხოლო ჯეფრენმა ვარჯიშზე.
