მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი” სანდრო რამირესით ინტერესდება

“რეალი” სანდრო რამირესით ინტერესდება

როგორც ესპანური Sport-ის სტატიაში ვკითხულობთ, მადრიდის “რეალი” მომავალ სეზონში გუნდის გაძლიერებას “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელით, სანდრო რამირესით აპირებს. ფეხბურთელი, რომელიც ახლა ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში იმყოფება და მთელი კონცენტრაცია ევროპის ჩემპიონატისკენ აქვს მიმართული, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი სანდრომ “მალაგაში” გაატარა და მისი გამოსასყიდი თანხა 6 მილიონ ევროს შეადგენს. დიდი ალბათობით, ალვარო მორატა კარიერას “მანჩესტერში” გააგრძელებს და მადრიდელები ექს “ბარსელონელით” სწორედ მისი ადგილის ამოვსებას აპირებენ.

ფეხბურთელს ასევე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ევერტონსაც” უკავშირებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში