მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” დეულოფეუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“ბარსელონამ” დეულოფეუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

როგორც ესპანურ პრესაში ვკითხულობთ, კატალონიის “ბარსელონამ” ჟერარ დეულოფეუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და შემტევი მშობლიურ გუნდში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ კლუბს მისი 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება 30 ივნისამდე აქვს, თუმცა როგორც ჩანს, ხელმძღვანელები ამ დღემდე მოცდას არ აპირებენ და ეს ინფორმაცია რამდენიმე საათში გაოფიციალურდება.

“ევერტონმა” დეულოფეუ 2 წლის წინ 6 მილიონად იყიდა და 30 ივნისის შემდეგ თავადვე ექნება მისი მომავლის გადწყვეტის უფლება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრანსფერი ჯერ კიდევ 2 თვის წინ დააანონსა “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, იგი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე იმყოფება და როგორც Sport-ის სტატიაში ვკითხულობთ, ტურნირის დასრულების შემდეგ კლუბის სპორტულ დირექტორს შეხვდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში