მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
SPORT: შარშან “რეალი” მესის დამატებას ცდილობდა

SPORT: შარშან “რეალი” მესის დამატებას ცდილობდა

ესპანური პრესის ცნობით, გასულ ზაფხულს მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” ათიანის, არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის შეძენას ცდილობდა, თუმცა მესამედაც უარი მიიღო.

ასევე, Mundo Deportivo-ში ვკითხულობთ, რომ მადრიდელები მესის შეძენას 2011 და 2013 წლებშიც ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ახალი დადანაშაულებული იყო გადასახადების დამალვაში და ამან მისი სიბრაზე გამოიწვია, რამაც ლეო წასვლაზეც კი დააფიქრა.

ფლორენტინო პერესმაც არ დააყოვნა მისი დევიზის სისრულეში მოყვანის მცდელობა – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები მის გუნდში უნდა თამაშობდნენ. თუმცა საბოლოოდ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში დარჩა და მალე დიდი ალბათობით ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს, რომლის მიხედვითავ იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში