1971 წლის 18 იანვარს ვალენტი გვარდიოლასა და დოლორს სალის მესამე შვილი შეეძინათ. ბიჭს, რომელიც 4.5 კილოგრამს იწონიდა ხოსეპი დაარქვეს.
– დაჯექი. ახლახანს ”ბარსადან” დარეკეს – თქვა მამამ. გახარებულმა ხოსეპმა იკითხა: ”ისივ მიძახიან სინჯებზე”? – არა ხოსეპ. სინჯები დასრულდა. შენ შეგიძლია ”ბარსელონაში” გადახვიდე. თუ გსურს, რა თქმა უნდა. 1984 წლის 28 ივნისს პეპი 13 წლისაა და იმ დღეს ის არასოდეს დაივიწყებს. მშობლები მას ”ლა მასიაში” გზავნიან. ის იქ დიდი ხნით მიემგზავრება. საძინებელს, სადაც ის 9 მეგობართან ერთად იცხოვრებს ის სიხარულით შეხვდა: ”შეხედე დედა! ამ ოთახის ფანჯრიდან ყოველ დღე ”ნოუ კამპს” დავინახავ”.
