მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის პირველი აგენტი: “იღბლის დამსახურებაა, რომ მესი “ბარსაში” თამაშობს და არა “რეალში”

მესის პირველი აგენტი: “იღბლის დამსახურებაა, რომ მესი “ბარსაში” თამაშობს და არა “რეალში”

ლიონელ მესის პირველი აგენტის, ორაციო გაჯიოლის განცხადებით, იღბლის დამსახურებაა, რომ არგენტინელი დღეს “ბარსელონაში” თამაშობს და არა “რეალში”.

გაჯიოლის თქმით, მესის მშობლებს სურდათ ლეოს ესპანეთში, იმ ქალაქში ეცხოვრა, სადაც იმ დროს თავად ორაციო იმყოფებოდა. ისე მოხდა, რომ ეს ქალაქი ბარსელონა აღოჩნდა.

“ცხოვრებამ მოიტანა, რომ ბარსელონაში ცხოვრება მიწევდა. საცხოვრებლად ამ ქალაქში გადავედი და მესიც სინჯებზე “ბარსაში” მივიყვანე.

მადრიდში ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ეს რომ მომხდარიყო, მესის სინჯებზე “რეალში” მივიყვანდი. ასეთია ცხოვრება. ასეთი დეტალები წყვეტს ყველაფერს.

დღეს, შეიძლებოდა, მესის “რეალში” ეთამაშა. მის მშობლებს სურდათ, რომ ლეო ესპანეთში, იმ ქალაქში ყოფილიყო, სადაც მე მის გვერდით ვიქნებოდი.” – აცხადებს ორაციო გაჯიოლი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში