“ბარსელოანს” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, დენის სუარესმა გუშინ ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებს სერბეთთან გამარჯვება მოუტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ერთადერთი გოლის ავტორმა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
“დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს. მატჩი ნამდვილად ბრწყინვალე გამოვიდა, მოვიგეთ და ძალიან ბედნიერები და ნასიამოვნები ვართ.”
“გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით კი შუა ხაზში. 3 პოზიციაზე 6 ფეხბურთელი ვართ.”
“შემდეგი მეტოქეები ინგლისი ან გერმანიაა – ორი უმაღლესი კლასის და უძლიერესი გუნდი. მაგრამ ვეჭვობ, არც მათ ელით მარტივი გამარჯვება და ვფიქრობ ორივე გუნდი ნახევარ ფინალებისთვის კარგად მოემზადება.”
ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა თავის მომავალზე:
“ნამდვილად ვიცი, რომ “ბარსელონაში” ვრჩები. ჩემი მიზანი ამ გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებაა. ჩემს გაშვებასაც არავინ აპირებს. მინდა აქ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიო. ახალწვეულებსაც ანალოგიურ წარმატებებს ვუსურვებ. წინა სეზონში ცოტა ვითამაშე და იმედი მაქვს ეს შეიცვლება. ჯერ ვალვერდესთან არ მისაუბრია, ეს მაშინ მოხდება, როცა 14 ივლისს გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ.”
