“სანტოსის” ყოფილი მწვრთნელი, მურისი რამალიო თვლის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა, მისი ყოფილი შეგირდი, ნეიმარ და სილვა კი მესის დონეზე იმყოფება.
“დღესდღეობით, საუკეთესო კრიშტიანუა. ასეთ პროფესიონალს არასდროს შევხვედრილვარ. მაოცებს მისი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი.
მესი და ნეიმარი ერთ დონეზე იმყოფებიან. გასულ სეზონში არგენტინელი საერთო ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი არ ყოფილა. ვფიქრობ, რამდენიმე წელში ბრაზილიელი მსოფლიოში ნომერ პირველი გახდება, რადგან ის ახალგაზრდაა.”-ამბობს რამალიო.


