მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “ვალვერდე “ბარსელონას” გააძლიერებს”

ნეიმარი: “ვალვერდე “ბარსელონას” გააძლიერებს”

“ბარსელონას” ბრაზილიელმა ფორვარდმა, ნეიმარმა ლუკას ლიმას კატალონიურ კლუბში გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა.

“ლუკასი ჩემი მეგობარია და ვიმედოვნებ, რომ “ბარსელონაში” ვიხილავ. მას თბილად შევხვდებით. გავრცელდა ჭორები, რომ ხელმძღვანელობას მისი გაფორმება მე ვთხოვე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება რომ მევალებოდეს ლიმა უკვე გუნდის ფეხბურთელი იქნებოდა.

ვალვერდე ძლიერი სპეციალისტია. ვფიქრობ, რომ მისი ხელმძღვანელობით “ბარსელონა” კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება. ერნესტომ ბოლო წლებში “ატლეტიკში” ღირსეული სამუშაო გასწია. ბასკების წინააღმდეგ თამაში გვიჭირდა. ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველასთვის საინტერესო იქნება.

რა თქმა უნდა, ვერატის “ბარსაში” ხილვა მსურს. ის საოცრად ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია. მარკო გუნდს შესანიშნავად მოერგება. თუ ტრანსფერი შედგება კლუბი მას სიხარულით მიიღებს.“-ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში