Eurosport იტყობინება, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს, უსმან დემბელეს ზაფხულში გერმანიის დატოვება სურს.
წყაროს თანახმად, 20 წლის ფორვარდი მზადაა სხვა კლუბთა შემოთავაზებები განიხილოს. საუბარია “ჩელსიზე”, “მანჩესტერსა” და “ბარსელონაზე”.
გავრცელებული ინფორმაციით, უსმანს “დორტმუნდის” დატოვება გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ტომას ტუხელის თანამდებობიდან წასვლის გამო სურს.
