“გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ყველაფერი კარგადაა. მწვრთნელი კარგად უგებს ფეხბურთელებს, ფეხბურთელები კი პირიქით პირნათლად ვასრულებთ მის დავალებებს. გვარდიოლას კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი აუცილებლად გაახანგძლივებს კონტრაქტს, რადგანაც მას ის ატმოსფერო რომელიც გუნში სუფევს ძალიან მოსწონს, მისი კონტრაქტის საქმე მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია”.
ჟურნალისტებმა ვიქტორ ვალდესს ჰკითხეს, სურს თუ არა მასს მისი გუნდი ფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდეს? მან განაცხადა: “მთავარია გუნდი გავიდეს ფინალში და მოიგოს ეს თასი, სულაც არ მანაღვლებს თუ რომელი გუნდი იქნება მოწინააღმდეგე”.
ვალდესმა ასევე არ ისაუბრა მადრიდის “რეალის” დღევანდელ მდგომარეობაზე და თავი აარიდა ჟურნალისტების მსგავს შეკითხვებს. “მე “ბარსელონას” მოთამაშე ვარ და კონცენტრირებული ვარ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გუნდზე”.
