“მთავარია ჩვენ ნახევარფინალში გავედით, სადაც “ალმერიას” შევხვდებით. ჩვენ პირველი მატჩი მოგებული გვქონდა და თავს კომფორტულად ვგრძნობდით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ “ბეტისმა” შესანიშნავად ითამაშა. ჩვენი წაუგებელი სერია შეწყდა, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს, მთავარია ჩვენ არ წავაგეთ ისეთი მატჩი, რომელიც ჩვენთვის გადამწყვეტი იქნებოდა. მესის გოლმა ნამდვილად წელში გაგვმართა, რადგანაც 3:0 პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან ცუდი იქნებოდა ჩვენთვის”.
“ახლა მთავარია, რომ ფეხბურთელები “ლა ლიგის” მატჩზე გადაერთონ”.
ინტერვიუს დასასრულს “ბარსელონას” თავკაცმა მიუსამძიმრა ხორდი ვილას ოჯახს, რომელიც 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას რამდენიმე წლის განმავლობაში “ბარსელონასთან” მჭიდრო კავშირი ჰქონდა.
