18 წლის ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი ჟორდი ემბულა “მონაკოს” ფეხბურთელი გახდა. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა, “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ემბულამ, რომელმაც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, 9 შეხვედრაში, თავი 8 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, “მონაკოსთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ბარსელონამ” კი, მისი გამოსასყიდი თანხა, მხოლოდ 3 მილიონი ევრო მიიღო.
