“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი, გასული ზაფხულის მსგავსად, გართულებულ ტრანსფერებს კატალონიური კლუბის სიდიადეს “აბრალებს”.
“რა თქმა უნდა, “ბარსელონას” რიგებს ძლიერი ფეხბურთელები შეავსებენ. ჩვენ იმ პოზიციებს გავაძლიერებთ, რომელიც ამას საჭიროებს.
ფეხბურთელების დამატება “ბარსელონას” სიდიადის გამო გვიჭირს. ბევრ ფეხბურთელს ჩვენთან გადმოსვლა იმიტომ არ უნდა, რომ ნაკლები სათამაშო დრო ექნება.
რაც შეეხება “ბარსას” სათამაშო სტილს – სანახაობრივი თამაში და შედეგები ერთმანეთისგან განუყოფელი ელემენტებია.” – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Mundo Deportivo.



