მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აარონ მარტინი სოციალურ ქსელში “ბარსელონას” ინტერესს გამოეხმაურა

აარონ მარტინი სოციალურ ქსელში “ბარსელონას” ინტერესს გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, სამშაბათს, RAC-1-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესებულია “ესპანიოლის” 20 წლის მარცხენა მცველით, აარონ მარტინით. სოციალურ ქსელში ამას თავად ფეხბურთელის რეაქციაც მოჰყვა.
მარტინმა “ესპანიოლთან” კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა 2022 წლამდე, და მისი გამოსასყიდი თანხა ამჟამად 30 მილიონია, თუმცა 2018 წელს იგი 40 მილიონამდე გაიზრდება. ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, პრესის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” რადარზე მოხვდა.

თავის მხრივ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ფეხბურთელმა ერთგვარი დაფარული მესიჯით დააფიქსირა, თუმცა მისი აზრი ყველასთვის გასაგები გახდა. მან სოციალურ ქსელ Instagram-ზე დადო თავისი ფოტო “ესპანიოლის” მაისურით, და ორი ლურჯი გულიც მოაყოლა, სავარაუდოდ თავისი კლუბის ფერების გამო. დიდი ალბათობით, ფეხბურთელს კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება არ სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში