როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემის, Football Espana-ს სტატიაში ვკითხულობთ, 20 წლის უსმან დემბელეს აგენტი “ბარსელონას” სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდესს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიური კლუბი აქტიურადაა დაინტერესებული ფრანგი შემტევის შეძენით.
როგორც ასევე Marca-სა და Bild-ში ვკითხულობთ, მუსა სისოკოსა და ფერნანდესის შეხვედრა გასული კვირის ბოლოს შედგა და იგი შესაძლო ტრანსფერის დეტალების გარკვევასა და პირობებზე შეთანხმებას ემსახურებოდა.
პრესა ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 90 მილიონ ევროდ ასახელებს და არ გამორიცხავს, რომ “ბარსელონამ” საკუთარ ისტორიაში სარეკორდო თანხა გადაიხადოს ახალგაზრდა ტალანტში, მით უმეტეს, რომ კლუბის ელჩმა ერიკ აბიდალმა წინა კვირაში განაცხადა, რომ დემბელე “ბარსელონას” იდეალურად მოერგება.
