“ბარსელონა” “ატალანტასა” და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელით, ანდრეა პეტანიათი დაინტერესდა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 21 წლის ფორვარდის გაფორმება 4 წლის წინ სურდათ, მაგრამ მაშინ მოლაპარაკება ჩაიშალა. “ბლაუგრანამ” ინტერესი განაახლა ფეხბურთელის მიმართ, რომელიც ამჟამად პოლონეთში, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.
2016/17 წლები სეზონში, “ატალანტას” მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში პეტანიამ 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
