Bild იტყობინება, რომ “ბარსელონა” ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს დორტმუნდის “ბორუსიას” პერსპექტიული ფორვარდის, უსმან დემბელეს გაფორმებას.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკება გამართა.
თავის მხრივ, გერმანული კლუბი ნიჭიერი თავდამსხმელის გაშვებას არ გეგმავს, მაგრამ თუ “ბორუსიას” ამის გაკეთება მოუწევს, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” დემბელეს ტრანსფერი 90 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
