მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ვერატიში 70 მილიონს იხდის

“ბარსა” ვერატიში 70 მილიონს იხდის

კატალონიის “ბარსელონა” მზადაა “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის შესაძენად 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვერატი “ბარსას” მთავარი სამიზნეა. კატალონიელები 24 წლის შუახაზებს ერნესტო ვალვერდეს ახალი პროექტის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევენ.

ადგილობრივი პრესის ცნობით, “ბარსელონა” მზადაა ვერატიში 70 მილიონი გადაიხადოს. პრობლემას ის ქმნის, რომ პსჟ-ს ფეხბურთელის არათუ ამ თანხად, არამედ საერთოდ გაყიდვა არ სურს. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ პარიზელებს აზრს თავად იტალიელი შეაცვლევინებს, რომელიც ხელმძღვანელობაზე ზეწოლას უკვე ახდენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში