მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პსჟ-სთან კონტაქტს არ უარყოფს

“ბარსელონა” პსჟ-სთან კონტაქტს არ უარყოფს

როგორც Esport3 იუწყება, “ბარსელონა” აღიარებს პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან კონტაქტს – მცდელობას, რომ შეცვალონ პარიზელთა პოზიცია ვერატის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორც ნასერ ალ-ხელაიფის განცხადებიდან ჩანს, ვერატი არ იყიდება და პარიზული კლუბი მას ასე მარტივად არ შეელევა, “ბლაუგრანა” კი ცდილობს ეს დაბრკოლება გადალახოს და მომავალი სეზონიდან იტალიელი ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში იხილოს. თავად ფეხბურთელის კატალონიაში გადაბარგების სურვილი აშკარაა, რაც მოლაპარაკებისა და ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.

როგორც The Gazzetta dello Sport-მა გასულ შაბათს დაწერა, პირველი ზარი კლუბებს შორის უკვე შედგა, თუმცა ეს ყველაფერი ნეგატიურად დასრულდა. სტატიაში ასევე ვკითხულობთ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობის სიტყვებს: “შეგიძლიათ იმდენი ფოტო გააკეთოთ, რამდენიც გნებავთ. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ვერატი არ იყიდება!”

გუშინ იტალიურ გაზეთებში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვერატის ინტერესებში არ შედის პარიზში დაბრუნება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეხბურთელის სურვილი და პოზიცია ტრანსფერის ალბათობას ზრდის. ეჭვი არავის ეპარება, რომ მოლაპარაკებები კიდევ დიდხანს გასტანს, სანამ ორივე კლუბი შეთანხმებას არ მიაღწევს. წინ მთელი ზაფხულია და როგორც ჩანს კიდევ ერთი სატრანსფერო საპნის ოპერა გველის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში