მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ქალთა გუნდი “კოპა დე ლა რეინას” გამარვებულია

“ბარსელონას” ქალთა გუნდი “კოპა დე ლა რეინას” გამარვებულია

დღეს, თბილისის დროით დღის ორის ნახევარზე გაიმართა “კოპა დე ლა რეინას” ფინალი, სადაც “ბარსელონას” ქალთა გუნდმა “ატლეტიკოს” 4-1 სძლია.

აღნიშნული მატჩი ბოლო იყო კატალონიელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ხავი ლიორენსისათვის, რომელიც საკუთარმა შეგირდებმა იდეალურად გააცილეს – დაამარცხეს რა საკმაოდ რთული და პრინციპული მეტოქე დიდი ანგარიშით.

მატჩი თავიდანვე “ბლაუგრანას” უპირატესობით დაიწყო. საბოლოოდ, ეს უპირატესობა შეხვედრის 41-ე წუთზე ჯენიფერ ჰერმოსომ გოლად აქცია.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 48-ე წუთზე, ალექსია პუტელას ძალიან კარგი თამაში ისევ ჯენიფერ ჰერმოსომ დააგვირგვინა და დუბლი გაიფორმა.

9 წუთში, 57-ე წუთზე სონია ბერმუდესმა სხვაობა შეამცირა, თუმცა 2 ბურთიანი უპირატესობა მალევე აღდგა 70-ე წუთზე პუტელას გოლის წყალობით. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის 83-ე წუთზე აიტანა ბონმატიმ დააფიქსირა – 4-1.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში