მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სიტი”, “იუნაიტედი” და “ბაიერნი” რაკიტიჩს იწვევენ

“სიტი”, “იუნაიტედი” და “ბაიერნი” რაკიტიჩს იწვევენ

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხორვატ ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს თვალი სამმა ევროპულმა გრანდმა დაადგა და არაა გამორიცხული, ესპანელები მას შეელიონ.

წყაროს ცნობით, რაკიტიჩის შეძენის სურვილს “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნი” გამოთქვამენ. “ბარსას” ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ვვერატის ტრანსფერის სურვილის გათვალისწინებთ, ამას არც გამორიცხავს.

კატალონიელებმა, შესაძლოა, ხორვატ შუახაზელში 50 მილიონი ევრო მიიღონ, რაც რაკიტიჩს “ბარსელონადან” წასულ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად აქცევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში