“ბარსელონას” ყოფილა მცველმა, ერიკ აბიდალმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კატალონიური კლუბის ელჩი გახდა, დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელის, უსმან დემბელეს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გერმანულ კლუბში თავს საკმაოდ კარგად გრძნობს და კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.
“დემბელე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და “ბარსელონას” მოერგება. თუ სათადარიგოთა სკამი ძლიერია, მაშინ გუნდი მაღალ მიზნებს აღწევს. ახალი შენაძენი ძალიან სასარგებლო იქნება, მაგრამ თუ “ბარსელონა” დემბელეს შეიძენს, მაშინ მის სანაცვლოდ მისი სათამაშო ხარისხის შესაბამისი თანხა უნდა გადაიხადოს.” – ციტირებს აბიდალს AS.
