“ფლუმინესეს” მცველი, მარლონი, რომელიც გასულ სეზონში არენდით “ბარსელონაში” თამაშობდა, კატალონიური კლუბის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ამ ინფორმაციას “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ბარსელონამ” “ფლუმინესესთან” დადებულ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი გამოიყენა, რომლის თანახმადაც კატალონიელებს სეზონის დასრულების შემდეგ 21 წლის ბრაზილიელის გამოსყიდვა შეეძლოთ. მარლონმა “ბარსელონასთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში, მარლონმა “ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში პრიმერას 2 მატჩში და ასევე ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. სეზონის უმეტესი ნაწილი ფეხბურთელმა სარეზერვო გუნდში გაატარა.
