“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, კატალონიური გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის კონტრაქტის შესახებ, მოკლე კომენტარს აკეთებს.
ბართომეუს კითხვა Marca-ს ჟურნალისტებმა დაუსვეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს: “მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება? ყველაფერი იქნება.”
გავრცელებული ინფორმაციით, ლეომ კლუბთან ყველა დეტალი უკვე შეათანხმა და ახალი კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია მისი ქორწილის შემდეგ, ანუ ივლისში გაოფიციალურდება.


