“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, მანუელ ლანსინიმ არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. გაგვიმართლა, რომ ის არგენტინელია. ამით უნდა ვისარგებლოთ. ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელის სტილი მომწონს. გავაკეთებ იმას, რასაც სამპაოლი მომთხოვს და შევეცდები ნაკრებს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო.“-ამბობს ლანსინი.
მოგეხსენებათ, რომ ხვალ ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდთა დაპირისპირება 14:05 საათზე გაიმართება.
