“არსენალის” მცველმა, ექტორ ბელერინმა გულშემატკივრებს ჭორების დაიგნორებისკენ მოუწოდა. სავრაუდოდ, ამით 22 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონაში” ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
“არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც კითხულობთ.“-დაწერა ბელერინმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
ესპანელი განაპირა მცველისა და “არსენალის” კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი, “მეთოფეთა” ხელმძღვანელობა კი დარწმუნებულია, რომ ექტორს შეინარჩუნებს.
