“ბარსელონას” ოფიციალურ საიტზე Qatar Sports Investment-თან კონტრაქტის დეტალები გავრცელდა.
კლუბის განცხადებით, “ბლაუგრანასა” და ყატარული ფონდის კონტრაქტი 2010-2016 წლებში მოქმედებდა. Qatar Sports Investment-ისგან “ბარსელონამ” საერთო ჯამში 171 მილიონი ევრო მიიღო.
კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს დამადასტურებელი ქვითრები. შეთანხმებაში შუამავალ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
