“ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ მესიმ თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულსა და არგენტინის ქომაგთა კრიტიკაზე ისაუბრა.
“რომელ ტიტულს ვაფასებ ყველაზე მეტად? ალბათ, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებულ ჯილდოს. ასეთ შეჯიბრზე ცხოვრებაში ერთხელ იღებ მონაწილეობას და მას სამუდამოდ იმახსოვრებ.
ოცნება, რომელიც ჯერ ვერ ავიხდინე? ასეთი ბევრია. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. არგენტინის ქომაგთა კრიტიკა? მათი ძალიან კარგად მესმის. ეროვნული გუნდისგან გამარჯვებას მეც მოვითხოვდი, მაგრამ ფეხბურთელებზე მეტად ეს არავის სურს. მუნდიალს ვუმიზნებთ.”-თქვა მესიმ.
