ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, მარკო ვერატი უკვე რამდენიმე წელია “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
კატალონიელები არაერთხელ დაინტერესდნენ მოთამაშით, ამ ზაფხულში კი აპირებენ აქტიურად იმოქმედონ მისი ტრანსფერისთვის. თავად ფეხბურთელსაც ასევე არასდროს დაუმალავს თავისი სიმპათიები “ბარსელონას” მიმართ.
სულ ცოტა ხნის წინ, ვერატის გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ სოციალურ ქსელ Instagram-ში იტალიელმა “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელი გამოიწერა. როგორც წესი, ფეხბურთელები ცდილობენ არ გამოავლინონ საჯაროდ თავიანთი ინტერესი სხვა კლუბის მოთამაშეების ცხოვრების მიმართ და ამგვარი ქმედება შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ვერატის შესაძლო ტრანსფერად “ბარსელონაში”.
მარკო ვერატიმ გასულ სეზონში პსჟ-ს მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა. პორტალი Transfermarkt.de ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებს.

