ესპანური პრესის ინფორმაციით, “ბარსელონას” ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნეს, მარკინიოსს მადრიდის “რეალში” გადასვლა სურს.
კატალონიური გრანდი პსჟ-ს ბრაზილიელი მცველით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ “სამეფო კლუბში” ასპარეზობის სურვილმა, მარკინიოსს “ბლაუგრანაზე” უარი ათქმევინოს.
როგორც იცით, “ბარსელონა” ექტორ ბელერინის ტრანსფერზეც მუშაობს.
