“ბარსელონას” მცველმა, სამუელ უმტიტიმ განაცხადა, რომ ლუის ენრიკემ ყველაზე საჭირო დროს, გუნდს პსჟ-სთან გამარჯვების მოტივაცია მისცა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა კატალონიელთა კრახით 0:4 დასრულდა, მაგრამ განმეორებით მატჩში “ბლაუგრანამ” 6:1 მოიგო და ისტორია დაწერა.
“რა თქმა უნდა, გვჯეროდა, რომ საჭირო ანგარიშით მეტოქის დამარცხება შეგვეძლო. კავანის გოლმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა, შემდეგ კი დავფიქრდით მწვრთნელის სიტყვებზე: “ჩვენს განკარგულებაში 5 წუთიც რომ იყოს, დროის ამ მონაკვეთშიც შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება”.
ეს მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ ენრიკეს სიტყვებმა რწმენა დაგვიბრუნა. რა შეცდომა დაუშვა პსჟ-მ? არ ვიცი. მათ ჩვენ თამაშის უფლება მოგვცეს, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა.“-ამბობს უმტიტი.
