მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უმტიტი: “დემბელე “ბარსელონას” დაეხმარება”

უმტიტი: “დემბელე “ბარსელონას” დაეხმარება”

“ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, სამუელ უმტიტიმ განაცხადა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში უსმან დემბელეს ხილვა სურს.

ახალგაზრდა ფორვარდის შესაძლო ტრანსფერზე პერსპექტიულმა მცველმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვიცი, რომ უსმანით “ბარსელონაა” დაინტერესებული, მაგრამ მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან. დემბელეს შესაძლებლობების წყალობით წარმატებას მივაღწევთ.

მასთან “ბარსელონაში” ტრანსფერზე არ მისაუბრია. როგორც მახსოვს, კლუბი უსმანით გასულ წელს დაინტერესდა. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად “ბლაუგრანა” “დორტმუნდს” ოფიციალური წინადადებით მიმართავს. მე მის დარწმუნებას შევძლებ.

ვიცი, რომ დემბელეს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება, მაგრამ ამ ბარიერის სწრაფად დაძლევისთვის მას საკუთარ საცხოვრებელს შევთავაზებ. თანამემამულეზე ვიზრუნებ.“-ამბობს უმტიტი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში