“ევერტონის” მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას “ბარსელონასა” და ზინედინ ზიდანის “რეალის” შედარება არ შეიძლება.
“რეალმა” ჩემპიონთა ლიგა სამართლიანად მოიგო, რადგან ეს გუნდი აღნიშნულ ტურნირზე საუკეთესო იყო. მადრიდელებმა “იუვენტუსთან” მატჩის მეორე ნახევარში შესანიშნავად ითამაშეს.
მიუხედავად ამისა, მივიჩნევ რომ ამჟამინდელი “რეალის” გვარდიოლას “ბარსელონასთან” შედარება არ შეიძლება. პეპს საოცარი კოლექტივი ჰყვადა, რომელმაც ეპოქა შექმნა.“-ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.
