“ბარსელონას” პრეზიდენტს, ხოსეპ ბართომეუს სურს, რომ ადმინისტრაციულ სამუშაოში ლეგენდარული ჰოლანდიელის, იოჰან კრუიფის შვილი, იორდი კრუიფი მოიწვიოს, იტყობინება As.
კრუიფ-უმცროსი ამ მომენტისთვის თელ-ავივის “მაკაბის” სპორტული დირექტორია. ბართომეუმ რამდენიმე დღის წინ მას კატალონიურ კლუბში ანალოგიური პოსტი შესთავაზა.
კრუიფის მოსვლა რობერტ ფერნანდესის განთავისუფლებას არ გამოიწვევს, რომელიც ფაქტობრივად სპორტული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, რადგან ფერნანდესი იურიდიულად ტექნიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.
იორდი კრუიფი “ბარსელონას” აღზრდილია და გუნდში 1994-1996 წლებში ასპარეზობდა.
