მომავალ კვირაში “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “ლივერპულთან” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების პროცესს დაიწყებს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერს დაუბრუნდნენ.
ევროპაში მადრიდის “რეალის” დომინირების გამო, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ “წითლების” 24 წლის მოთამაშე კატალონიის დედაქალაქში გადაბარგდეს.
