A Bola იტყობინება, რომ “ბარსელონას” მცველმა ჟერემი მატიემ კარიერა, შესაძლოა, პორტუგალიაში გააგრძელოს.
წყაროს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელით ლისაბონის “სპორტინგის” მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი ინტერესდება, რომელსაც მატიეს მრავალფუნქციურობა ხიბლავს – ჟერემის დაცვის ცენტრსა და ფლანგზე შეუძლია თამაში.
ფრანგის წასვლას არ გამორიცხავს აგრეთვე გამოცემა AS, თუმცა აღნიშნული გამოცემა მატიეს “გალათასარაის” უკავშირებს.



