ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხავიერ კლემენტე “ბარსელონას” დამრიგებლად ერნესტო ვალვერდეს დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ 53 წლის სპეციალისტმა კატალონიურ გუნდში გარკვეული ცვლილებები უნდა განახორციელოს.
“ახლა, გუნდის დახვეწის დროა. დახვეწა არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ითქვას იმაზე, რაც სათანადო დონეზე მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ გუნდს ახალი რამე უნდა დაემატოს. სეზონი გრძელია, “ბარსელონას” კი მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს. თუმცა, გადაწყვეტილებას, თავისი სურვილისა და გემოვნების მიხედვით, ვალვერდე იღებს.” – ციტირებს კლემენტეს სიტყვებს Sport.
