“ბარსელონა” უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.
კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, მარკო ვერატია, მაგრამ იტალიელის ტრანსფერის განხორციელება, ფეხბურთელის ფასისა და სხვა ფაქტორების გამო ძალიან რთული იქნება. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, “ბარსელონაში”, ვერატის ალტერნატიულ ვარიანტად “ნიცას” ნახევარმცველს, ჟან-მიკაელ სერის განიხილავენ.
კატალონიელები 25 წლის კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელის ყველა სათამაშო ასპექტით კმაყოფილები არიან. მისი სატრანსფერო თანხა 12 მილიონ ევროს შეადგენს.
გასულ სეზონში, სერიმ “ნიცას” შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.
