workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას რეკორდები “ბარსელონაში”

გვარდიოლას რეკორდები “ბარსელონაში”

მოგეხსენებათ, დღეს გვარდიოლა 40 წლის გახდა. კატალონიურ კლუბის ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა ამ დღისთვის დაეწერათ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ კლუბის მიერ მოხსნილი ყველა რეკორდი თუ ღირსშესანიშნავი ფაქტი. 

► 2009 წელს გვარდიოლამ 6 ტიტული მოიგო, ეს ავსოლიტური რეკორდია.

► გუნდმა ტრიპლეტი მოიპოვა 2008 / 09 სეზონში.

► გუნდმა რეკორდი მოხსნა 52 ქულითა და 61 გატანილი გოლით პირველ წრეში.

► 2009/10 სეზონში კლუბის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი დაგროვებული ქულების მიხედვით – 99 ქულა.

►  2009/10 31 გამარჯვება, საუკეთესო შედეგია.

► 2008/09 სეზონი, ყველაზე მეტი გამარჯვება სახლში – 13.

►საუკეთესო სტარტი, 9 გამარჯვება სახლში.

►2010/11 სეზონში ერთადერთი გუნდი, რომელმაც გასვლაზე ყველა მატჩი მოიგო ჩემპიონატში.

►გუნდმა 2008 / 09 სეზონში სახლში გაიტანა ყველაზე მეტი ბურთი – 44.

►საუკეთესო მაჩვენებელი 2009/ 10 წლებში +74.

►59 თამაშიდან 45 გამრაჯვება წინა სეზონში, ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

►2009/ 10 სეზონში პირველი წრე წაუგებლად 15 მოგება 4 ფრე.

►მაქსიმალური გამარჯვება 0:8 “ლას – პალმასი” (1959), ალმერია 0:8 (2010)

►105 გატანილი გოლი 38 მატჩში 2008/09 სეზონში, მაგრამ ეს ლა ლიგის რეკორდი არ გახლავთ, 90 წელს რეალმა 107 გოლის გატანა მოახერხა.

►შარშან გვარდიოლას გუნდი, 28 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო 23 გამარჯვება 5 ფრე, მხოლოდ ამის შემდეგ დამარცხდა “ატლეტიკოსთან”.

►ყველაზე მეტი მატჩი მშრალად შენახული წინა სეზონში, საერთო ჯამში ყველა ტურნირზე 31.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში