“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ “ალავესთან” მატჩში (3:1) ტრავმა მიიღო.
შეხვედრის დასაწყისში, არგენტინელი მარკოს ლორენტესთან საჰაერო ორთაბრძოლაში დაზიანდა. ხავიერს თავიდან სისხლდენა დაეწყო, რის გამოც სამედიცინო პერსონალმა მას დახმარება გაუწია.
“ბლაუგრანას” მოთამაშემ მოედანი საკაცით დატოვა და ის ანდრე გომეშმა ჩაანაცვლა.
