კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა ბ–ს” ნახევარმცველს, სერხი რობერტოს მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აქვს და დასხვენება 4–5 კვირით მოუწევს. რობერტოს წელზე მეტი მოუხდა ლოდინი პირველი გოლის გასატანად სარეზერვო გუნდში და ბოლო როდესაც ეს მოახერხა ტრავმაც მიიღო და გუნდს გამოაკლდა. სერხიმ გოლის გატანა “სალამანკასთან” შეძლო. რობერტო ძალიან გახარებული იყო გოლის გატანით, თუმცა ცოტა დროის შემდეგ ტრავმა მიიღო და რაფინიამ შეცვალა. სერხიმ ტრავმა გოლის გატანამდე მიიღო, მან დიდი ტკივილი იგრძნო, მაგრამ თამაში გააგრძელა და მშვენიერი გოლიც გაიტანა, თუმცა შემდეგ კვლავ იგრძნო ტკივილი და შესაცვლელი გახდა. სამედიცინო ტესტის შემდეგ გამოჩნდა, რომ მას დაახლოებით ერთი თვე მოუწევს უქმად ყოფნა.

სერხი რობერტო 4-5 კვირით იუქმებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


