ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ტიტე მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე, “ლივერპულის” ერთ-ერთი ლიდერი ფილიპე კოუტინიო “ბარსელონას” იდეალურად მოერგებოდა.
“კოუტინიო, მოედანზე, დამდვილი დისპეჩერია. სავსებით ლოგიკურია, რომ “ბარსელონა” ასეთი საფეხბურთო მაგიით დაჯილდოებული ფეხბურთელით ინტერესდება. კოუტინიოს აქვს უნარი შეცვალოს თამაშის რიტმი.
ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ – არსებობს ბუსკეტსი და მის წინ ორი შემქმნელი, რაკიტიჩი და ინიესტა, რომლებიც გუნდის გონებას წარმოადგენენ. კოუტინიოს შეუძლია ეს როლი ითამაშოს. ის, “ბარსელონასთვის”, იდეალური მოთამაშეა.” – ციტირებს ტიტეს სიტყვებს Sport.


