ჟერარ პიკემ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის პრეტენდენტზე, ერნესტო ვალვერდეზე ისაუბრა.
“ერნესტომ “ატლეტიკში” შესანიშნავი სამუშაო გასწია. ის “ბარსელონაში” თამაშობდა და ვფიქრობ, რომ კარგი ვარიანტია.
გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია და არ ვიცი, ვინ ჩაუდგება “ბლაუგრანას” სათავეში. ამაზე არ მიფიქრია.”-ციტირებს 30 წლის მცველს AS.
