ერნესტო ვალვერდემ “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
“მომდევნო თავგადასავალი სირთულეებით აღსავსე უნდა იყოს. ერთი მნიშვნელოვანი კლუბისგან შემოთავაზება მივიღე. “ატლეტიკში” ჩემი სამუშაო დასრულებულია. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლო იქნება.
არ ვიცი რას წერს პრესა, მაგრამ კომენტარებზე პასუხისმგებელი ვარ. რაც შეეხება “ბარსელონას” ინტერესს – არ ვსაუბრობ გუნდებზე, სადაც არ ვმუშაობ.”-ამბობს ვალვერდე.
