“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხი რობერტომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც მას გენიტალიების არეალის კუნთების დაჭიმვა აღმოუჩინა. როგორც კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, რობერტო “ეიბართან” მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით 10 დღეს გამოტოვებს.
ამგვარად, ესპანელი ფეხბურთელი ესპანეთის თასის ფინალს გამოტოვებს, რომელიც 27 მაისს შედგება. “ლურჯ-ბროწეულისფერების” მეტოქე “ალავესი” იქნება.
მიმდინარე სეზონში სერხი რობერტომ ესპანეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ისე რობერტო შუშის ფეხბურთელი არ არის ეგეც დიდი პლიუსია!
ამან პსჟესთან რო გამახარა ისე რავი მადლიერი უნდა ვიყოთ ამ კაცის
ალეიშ ვიდალზე რა ისმის როდის გამოჯანმრთელდება?
აუ არიქნება ალავესთან ფინალში არაუშავს დინი დადგება ან ვიდალი თუ გამოკეთდა ვიდალი იქნება მარა მგონი სასტარტოდან დინი დაიწყებს მარა შეილება რობერტოც კარგად იყოს იქამდე!!!
ბელერინი გვინდა სასწრაფოდ.3-4-3იქნება ალავესთან ალბათ
😀 მომავალ სეზონში ეს ნახდაცვაში უნდა ითამაშონ უეჭველი 😀