ლა ლიგის გადამწყვეტ მატჩში, “რეალმა” “ლა როსალედაზე” “მალაგას” სძლია (0:2) და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სოციალურ ქსელში “ბარსელონამ” მადრიდულ გუნდს ტრიუმფი მიულოცა.
“მადრიდის “რეალს” ესპანეთის 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონატის მოგებას ვულოცავთ.”-წერია კატალონიური კლუბის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
შიდა ჩემპიონატში ასპარეზობა “ბლაუგრანამ” 90 ქულით დაასრულა. 38 მატჩში ლუის ენრიკეს კოლექტივმა 117 გოლი გაიტანა 37 გაუშვა.
